„აიაქსმა“ კონტრაქტი გააგრძელა მთავარ მწვრთნელთან ერიკ თენ ჰაგთან #1TVSPORT
„აიაქსის“ მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი გააგრძელებს ამსტერდამულ კლუბთან მუშაობას. მხარეებმა მოქმედი ხელშეკრულება 2023 წლის 30 ივნისამდე გააგრძელეს, – იტყობინება გუნდის პრესსამსახური.
თენ ჰაგი „აიაქსს“ 2017 წლის დეკემბრიდან ავარჯიშებს. მან გუნდი ჩემპიონობამდე 2018-19 წლების სეზონში მიიყვანა, აგრეთვე, ორჯერ დასახელდა ერედივიზიონის საუკეთესო მწვრთნელად (2016, 2019).
რამდენიმე დღის წინ დაიწერა, რომ თენ ჰაგი „ტოტენჰემის“ მთავარი მწვრთნელის პოსტზე ერთ-ერთი კანდიდატია.