„აიაქსის“ ნახევარმცველმა, დუშან ტადიჩმა ვადაზე ადრე დატოვა ამსტერდამული კლუბი.
ნიდერლანდულმა კლუბმა გამოაცხადა, რომ დააკმაყოფილა გუნდის კაპიტანის თხოვნა. სერბ ფეხბურთელს კიდევ ერთწლიანი კონტრაქტი ჰქონდა, მაგრამ „აიაქსმა“ ნახევარმცველის გაშვება გადაწყვიტა.
ტადიჩი „აიაქსში“ 2018 წლიდან თამაშობდა. ამ დროის განმავლობაში მან 241 მატჩი ჩაატარა, 105 გოლი გაიტანა და 112 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.
აღვნიშნავთ, რომ 34 წლის ფეხბურთელი ერთადერთ მოთამაშედ რჩებოდა დღევანდელ „აიაქსში“ იმ შემადგენლობიდან, რომელმაც 2018-19 წლებში ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალამდე მიაღწია.