„აიაქსმა“ ჰოლანდიის სუპერთასი მოიგო
„აიაქსმა“ ჰოლანდიის სუპერთასი მოიგო

ჰოლანდიაში 2019-20 წლების სეზონი სუპერთასის მატჩით გაიხსნა – „აიაქსი“ და „ეინდჰოვენი“ შეხვდნენ ერთმანეთს. ტიტულის მფლობელი ამსტერდამული კლუბი გახდა, რომელმაც ორი უპასუხი გოლი გაიტანა.

ანგარიში პირველივე წუთზე კასპერ დოლბერგმა გახსნა. 52-ე წუთზე მეორე გოლი დეილი ბლინდმა შეაგდო.

„აიაქსმა“ მეცხრედ მოიპოვა ჰოლანდიის სუპერთასი. რეკორდსმენი 11 ტიტულით „ეინდჰოვენია“.

აიაქსი 2:0 ეინდჰოვენი

გოლები: 1:0 დოლბერგი (1), 2:0 ბლინდი (55)

აიაქსი: ონანა, დესტი, ფელტმანი, სჰიურსი, მარტინესი (59. შიონე), მარინი, ვან დე ბეეკი, ბლინდი (84. მაგალიანი), პრომესი (59. ზიეჩი), დოლბერგი, ტადიჩი.

ეინდჰოვენი: ზუტი, დიუმფრისი, ლიუკასენი, ბოსკალი, ჰენდრიქსი (46. გუტიერესი), როსარიო, სადილეკი, ბრუმა (46. მალენი), გაკპო, ლამერსი, ბერგვინი (59. ლოსანო).