„აიაქსმა“ და „ალკმაარმა“ შესაძლოა ნიდერლანდების ჩემპიონობისთვის „ოქროს მატჩი“ ითამაშონ
„აიაქსი“ და „ალკმაარი“ უკმაყოფილონი არიან სეზონის შედეგების მიხედვით ძალთა გადანაწილებაზე და ამასთან დაკავშირებით ერედივიზიონის ხელმძღვანელობას მიმართეს, – წერს „სქაი სპორტსი“.
ნიდერლანდებში ჩემპიონატი ვადაზე ადრე დასრულდა და ორივე გუნდმა ქულების თანაბარი რაოდენობა (56-56 ქულა) დააგროვა, მაგრამ პირველ ადგილზე დარჩა „აიაქსი“, რადგან ბურთების უკეთესი სხვაობა ჰქონდა. სწორედ ამის გამო, ამსტერდამული კლუბი ნიდერლანდების ჩემპიონად გამოცხადდა.
„ალკმაარი“ უკმაყოფილო დარჩა, რადგან ბურთების ცუდი სხვაობის მიუხედავად, სეზონში ორივე მატჩი მოუგო „აიაქსს“. თავის მხრივ, „აიაქსს“ მიაჩნია, რომ დაიმსახურა ჩემპიონობა.
პრობლემის მოგვარების ერთ-ერთ ვარიანტად რჩება „ოქრო მატჩი“ გუნდებს შორის. ამ იდეას ერედივიზიონი განიხილავს.
საბოლოოდ, 2019-20 წლების სეზონის ჩემპიონი არ გამოავლინეს.