ამსტერდამის „აიაქსმა“ თავის „ინსტაგრამში“ მომავალი სეზონის სათამაშო ფორმა წარადგინა. კონკრეტულად, ამ ფორმით გუნდი გასვლით მატჩებს ითამაშებს. მაისური შესრულებულია უჩვეულო სტილში: ის ცისფერია, გუნდის ემბლემა კი წითელი. შორტები ასევე ცისფერი იქნება. „აიაქსის“ ტექნიკური სპონსორია გერმანული ფირმა „ადიდასი“.
შეგახსენებთ, რომ ნიდერლანდების სამეფო საფეხბურთო კავშირმა წლევანდელი სეზონის ნაადრევად დასრულების გადაწყვეტილება მიიღო და ჩემპიონი არ გამოვლენილა. გარდა ამისა, გუნდები, რომლებიც გასავარდნ ზონაში იმყოფებოდნენ, მომავალ წელს უმაღლეს დივიზიონში ადგილებს შეინარჩუნებენ.