ამსტერდამის „აიაქსმა“ გამოაცხადა „სან პაულუს“ ნახევარმცველ ანტონის ტრანსფერის შესახებ. ფეხბურთელმა პირადი კონტრაქტი გააფორმა, რომელიც ძალაში 2020 წლის ზაფხულში შევა.
„უნდა მოვიცადოთ გარკვეული ხანი, სანამ ანტონი ჩვენს რიგებში იქნება. „აიაქსმა“ შეიძინა კრეატიული ფეხბურთელი, რომელსაც წინა ხაზზე რამდენიმე პოზიციაზე შეუძლია თამაში“, – განაცხადა ამსტერდამული კლუბის დირექტორმა მარკ ოვერმარსმა.
გარიგების თანხამ 15.75 მილიონი ევრო შეადგინა.