„აიაქსის“ მეკარის გადმობირებას „ტოტენჰემი“ 35 მილიონ ფუნტად შეეცდება
„აიაქსის“ მეკარის გადმობირებას „ტოტენჰემი“ 35 მილიონ ფუნტად შეეცდება

„ტოტენჰემს“ დიდი სურვილი აქვს საკუთარ რიგებში „იაქსის“ კამერუნელი მეკარე ანდრე ონანა იხილოს.

ინგლისურ კლუბში ახალი გოლკიპერის მოსაძებნად მას შემდეგ გააქტიურდნენ, რაც მეკარე უგო ლორისმა ტრავმა მიიღო.

ბრიტანული პრესა იუწყება, რომ ლონდონური კლუბი მზად არის „აიაქსის“ მეკარეში 35 მილიონი ფუნტი სტერლინგი გადაიხადოს.

ანდრე ონანა ჯერ მხოლოდ 23 წლის არის და კამერუნელ მეკარეს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებენ.