„აიაქსის“ ფორვარდმა გოლი თურქეთში მიწისძვრისას დაღუპულ ატსუს მიუძღვნა #1TVSPORT
„აიაქსის“ განელმა თავდამსხმელმა, მოჰამედ კუდუსმა ნიდერლანდების ჩემპიონატში „სპარტას“ კარში გატანილი გოლი თურქეთში მიწისძვრის დროს დაღუპულ თანამემამულეს, ფეხბურთელ კრისტიან ატსუს მიუძღვნა.
გატანილი გოლის შემდეგ კუდუსმა მაისურზე წარწერა გამოაჩინა: „მშვიდად განისვენე, ატსუ“. წესების თანახმად, მატჩის არბიტრს კუდუსისთვის ყვითელი ბარათი უნდა ეჩვენებინა, მაგრამ მსაჯმა სოლიდარობა გამოხატა და ეს არ გაუკეთებია.
„ყველამ იცის, რა მოხდა თურქეთში. ჩემი საქციელი არა მხოლოდ ატსუს, არამედ მიწისძვრის გამო ყველა დაღუპულის ხსოვნას ეძღვნება. ატსუსთან არასდროს მითამაშია, მაგრამ ბევრი რამ ვისწავლე, როცა მის თამაშს ვუყურებდი. რჩევა პირადადაც ბევრჯერ მოუცია. გოლი რომ არც გამეტანა, მატჩის დასრულების შემდეგ ამავეს გავაკეთებდი“, – განაცხადა მოჰამედ კუდუსმა.