ამსტერდამის „აიაქსის“ მცველმა სერჟინიო დესტმა ყატარში გუნდის საწვრთნელი შეკრება დატოვა. როგორც „სქაი სპორტსი“ წერს, 19 წლის ამერიკელი ფეხბურთელი წუხს საკუთარ უსაფრთხოებაზე ახლო აღმოსავლეთში გართულებული პოლიტიკური სიტუაციის გამო.
უფრო ადრე, იგივე მიზეზით აშშ-ის ნაკრებმა გააუქმა შეკრება ყატარში.
დესტი ნიდერლანდებშია დაბადებული, მაგრამ ამერიკული მოქალაქეობა გააჩნია და აშშ-ის ნაკრებში რამდენიმე მატჩი აქვს ჩატარებული.