აიაქსის ახალწვეული კარიერის ინგლისში ან იტალიაში გაგრძელებაზე ოცნებობს
მექსიკის ეროვნული ნაკრების მცველი ედსონ ალვარესი, რომელიც კარიერას აიაქსში გააგრძელებს, გამოტყდა, რომ რამდენიმე წელიწადში კლუბის დატოვებას გეგმავს.
21 წლის მექსიკელი ამსტერდამელებთან ხელშეკრულებას 2024 წლამდე გააფორმებს.
„ჩემს თავს მომავალში ინგლისში ან იტალიაში ვხედავ, ვარსკვლავურ კლუბში, მაგრამ ამჟამად მთლიანად „აიაქსზე“ ვარ კონცენტრირებული“, – ციტირებს ESPN ალვარესს.