აიაქსი ერიკ თენ ჰაგთან კონტრაქტს გააგრძელებს
აიაქსი ერიკ თენ ჰაგთან კონტრაქტს გააგრძელებს

ამსტერდამის აიაქსის მთავარი მწვრთნელი ერიკ თენ ჰაგი გააგრძელებს გუნდთან მუშაობას, – ამის შესახებ წერს გაზეთი ტელეგრაფი (The Telegraph).

კლუბის ხელმძღვანელობა მზად არის, სპეციალისტს მრავალწლიანი ხელშეკრულება შესთავაზოს, რადგან შიშობს, რომ თენ ჰაგს სხვა კლუბებისგან ბევრი წინადადება ექნება.

აიაქსი აგრძელებს სამ ფრონტზე ბრძოლას – ინარჩუნებს შანსებს ჩემპიონატში, თასზე და ჩემპიონთა ლიგაზე.
თენ ჰაგი ამსტერდამულ კლუბს 2018 წლიდან ხელმძღვანელობს. წელს აიაქსმა, 22-წლიანი პაუზის შემდეგ, პირველად გააღწია ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალში.