აია სოფიასთან საღამოს ლოცვა ჩატარდა [ვიდეო]

თურქეთის მთავარი ადმინისტრაციული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ, რომლითაც აია სოფიას მეჩეთის სტატუსი მიენიჭა, ადგილობრივი მოსახლეობის ნაწილი აია სოფიასთან შეიკრიბა და საღამოს ლოცვა აღავლინა.

თურქული მედიის ინფორმაცით, მოედანზე ათასამდე ადამიანი, ასევე სხვადასხვა ასოციაციებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები იმყოფებოდნენ.

ვიდეო აია სოფიას მიმდებარე ტერიტორიიდან საქართველოს პირველ არხს მოქალაქეებმა მიაწოდეს.

დატოვე კომენტარი