აჰმეტ დავუთოღლუ - ერდოღანს ნაციონალისტებთან ალიანსი ძვირად დაუჯდა
აჰმეტ დავუთოღლუ - ერდოღანს ნაციონალისტებთან ალიანსი ძვირად დაუჯდა

თურქეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრის, აჰმეტ დავუთოღლუს თქმით, პრეზიდენტ რეჯეფ თაიფ ერდოღანსა და მის პარტიას ნაციონალისტებთან კავშირი ძვირად დაუჯდათ. ამის შესახებ დავუთოღლუ წერილობით განცხადებაში საუბრობს.

„მუნიციპალური არჩევნების შედეგი აჩვენებს იმ ზიანს, რომელიც ალიანსების პოლიტიკამ მოუტანა პარტიას, როგორც ამომრჩევლების მხარდაჭერის კუთხით, ისე თავად პარტიის იდეოლოგიას და იდენტობას“, – განაცხადა თურქეთის ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რეჯეფ თაიფ ერდოღანის მმართველმა პარტიამ „სამართლიანობა და განვითარება“, ანკარასა და სტამბოლში მერის არჩევნები წააგო.

აჰმეტ დავუთოღლუ თურქეთის პრემიერ-მინისტრის პოსტს 2014-2016 წლებში იკავებდა.