აჰმედ ალ-შარაა - რუსეთი სირიას სხვადასხვა სფეროში დაეხმარა, ასევე გვაკავშირებს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ხიდები, მათ შორის მატერიალური კუთხით
აჰმედ ალ-შარაა - რუსეთი სირიას სხვადასხვა სფეროში დაეხმარა, ასევე გვაკავშირებს თანამშრომლობის მნიშვნელოვანი ხიდები, მათ შორის მატერიალური კუთხით

შევეცდებით, რუსეთთან ურთიერთობები ხელახლა დავიწყოთ, – ამის შესახებ სირიის პრეზიდენტმა, აჰმედ ალ-შარაამ მოსკოვში რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან შეხვედრის დროს განაცხადა.

ალ-შარაას თქმით, რუსეთსა და სირიას დიდი ხნის ისტორიული ურთიერთობები აკავშირებთ.

„ჩვენ შევეცდებით, ჩვენი ურთიერთობების კომპლექსი ხელახლა დავიწყოთ და სხვებთან ერთად, თქვენც გაგაცნობთ ახალ სირიას. ახლა ყველაზე მნიშვნელოვანი, რა თქმა უნდა, სტაბილურობაა. სტაბილურობა როგორც ქვეყანაში, ასევე მთლიანად რეგიონში“, – განაცხადა აჰმედ ალ-შარაამ.

თავის მხრივ, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა განაცხადა, რომ რუსეთი მზადაა, საგარეო საქმეთა სამინისტროს მეშვეობით სირიასთან რეგულარული კონსულტაციები გამართოს. პუტინის თქმით, რუსეთსა და სირიას შორის განსაკუთრებული ურთიერთობა ათწლეულების განმავლობაში არსებობდა.