აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ „ალ-ქაიდასთან“ მისი კავშირი წარსულის საკითხია და დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ამაზე არ უსაუბრია
აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ „ალ-ქაიდასთან“ მისი კავშირი წარსულის საკითხია და დონალდ ტრამპთან შეხვედრისას ამაზე არ უსაუბრია

სირიის პრეზიდენტი აჰმედ ალ-შარაა აცხადებს, რომ „ალ-ქაიდასთან“ მისი კავშირი წარსულის საკითხია და აშშ-ის პრეზიდენტთან შეხვედრის დროს ეს არ განუხილავს, – ამის შესახებ აჰმედ ალ-შარაამ „ფოქს ნიუსთან“ ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ვფიქრობ, ეს წარსულის საკითხია. არა, ჩვენ აქტიურად არ გვისაუბრია ამაზე. ჩვენ ვისაუბრეთ მომავალზე, სირიაში მომავალში საინვესტიციო შესაძლებლობებზე“, – აღნიშნა შარაამ.

ჟურნალისტმა სირიის ლიდერს ასევე ჰკითხა, ნანობდა თუ არა, რომ „ალ-ქაიდას“ მიერ 2001 წლის 11 სექტემბერს ორგანიზებულმა ტერორისტულმა თავდასხმებმა 3 000 ადამიანი იმსხვერპლა.

„მე მხოლოდ 19 წლის ვიყავი, ძალიან ახალგაზრდა. მათ არ ჰქონდათ რაიმე გადამწყვეტი ძალაუფლება იმ დროს და მე არაფერი მაქვს საერთო ამასთან. „ალქაიდა“ იმ დროს ჩემს ცხოვრებაში არ იყო. ასე რომ, თქვენ არასწორ ადამიანს ესაუბრებით ამ საკითხზე. ჩვენ ვგლოვობთ ყველა მოქალაქეს, რომელიც დაიღუპა. ჩვენ ვიცით, რომ ხალხი დაიტანჯა ამ ომისგან, განსაკუთრებით, ის მოქალაქეები, რომელთაც საფასური გადაიხადეს ომის გამო“, – განაცხადა ალ-შარაამ კითხვის საპასუხოდ.