აგვისტოში საქართველოს 168 ქვეყნის მოქალაქე ესტუმრა
აგვისტოში საქართველოს 168 ქვეყნის მოქალაქე ესტუმრა

აგვისტოში საქართველოს 168 ქვეყნის მოქალაქე ესტუმრა. ეს ივლისთან შედარებით ერთით, ხოლო 2017 წლის აგვისტოსთან შედარებით, ექვსი ქვეყნით მეტია, – ამის შესახებ სტატისტიკა ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ შინაგან საქმეთა სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით გამოაქვეყნა.

ყველაზე მეტი საერთაშორისო მოგზაური საქართველოს აგვისტოში რუსეთიდან ეწვია (227 114 ვიზიტი), მეორე ადგილზეა აზერბაიჯანი (200 454 ვიზიტი), მესამეზე კი სომხეთი (183 500 ვიზიტი).

მიმდინარე წლის აგვისტოში საქართველოს თითო მოგზაური შემდეგი ქვეყნებიდან ესტუმრა: ანდორა, ბაჰამის კუნძულები, გრენადა, სენტ-ლუსია, ტერქსისა და კაიკოსის კუნძულები, ჰაიტი, საფრანგეთის გვიანა, ბუტანი, ბურუნდი, ბურკინა-ფასო, გამბია, სიერა-ლეონე, ბოტსვანა და ლესოტო.