აგვისტოში პარტიების ფულადი შემოწირულობების 96 პროცენტი „ევროპულ საქართველოზე“ მოდის
აგვისტოში პარტიების ფულადი შემოწირულობების 96 პროცენტი „ევროპულ საქართველოზე“ მოდის

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მონაცემებით, აგვისტოში პოლიტიკურმა პარტიებმა შემოწირულობების სახით 266 294 ლარი მიიღეს, საიდანაც 96 პროცენტი პარტიაზე „ევროპული საქართველო-მოძრაობა თავისუფლებისთვის“ მოდის. ოპოზიციურმა პარტიამ 255 834 ლარის შემოწირულობა მიიღო.

„ევროპული საქართველოს“ უმსხვილეს შემომწირველებს შორის არიან აკაკი კილასონია (54 999 ლარი), ბექა პაატაშვილი (25 ათასი ლარი), გიორგი გარსევანიშვილი (20 ათასი ლარი), გიორგი ტყებუჩავა (20 ათასი ლარი), თეიმურაზ ჩერგოლეიშვილი (15 ათასი ლარი) და გიორგი ფრუიძე (15 ათასი ლარი).

შემოწირულობებში მეორე ადგილზე ახალი პოლიტიკური ცენტრი „გირჩია“. პარტიას 4310 ლარი აქვს მიღებული, საიდანაც 4280 ლარი ვახტანგ მეგრელიშვილზე მოდის.
„ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“ აგვისტოში ნინო კვიტაიშვილისგან 3750 ლარის ოდენობის არაფულადი შემოწირულობა აქვს მიღებული.

„ახალი საქართველოს“ ერთადერთი შემომწირველი გიორგი ვაშაძეა (2 ათასი ლარი), „მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ კი 400 ლარი ლაშა გოგეშვილისგან აქვს მიღებული.