აგვისტოში ეკონომიკა 2%-ით გაიზარდა
აგვისტოში ეკონომიკა 2%-ით გაიზარდა

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის წინასწარი შეფასებით, 2018 წლის რვა თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 4,8 პროცენტით განისაზღვრა.

2018 წლის აგვისტოში კი მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის ტემპმა, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, 2% შეადგინა.

ზრდა შეინიშნებოდა საფინანსო საქმიანობის, ვაჭრობის, ტრანსპორტის, უძრავი ქონებით ოპერაციების, სასტუმროებისა და რესტორნების დარგებში.

აღსანიშნავია, რომ ოფიციალური სტატისტიკით, აგვისტოში დღგ-ს გადამხდელთა ბრუნვის ზრდის მაჩვენებელი, წლის განმავლობაში, ყველაზე დაბალ ნიშნულზე დაფიქსირდა და 8,8% შეადგინა.