აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა

00:34, 08.08.2025

2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად პარლამენტის შენობაზე საქართველოს სახელმწიფო დროშა დაეშვა.

რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 – სამხედრო მოსამსახურე.

დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად სახელმწიფო დროშები დაშვებულია ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე არსებულ ადმინისტრაციულ შენობებზე და საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობებში.

მსგავსი