აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა
აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა

2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის 12 წლისთავთან დაკავშირებით, საქართველოს დამოუკიდებლობისა და ერთიანობისთვის ბრძოლაში დაღუპულთა პატივსაცემად, პარლამენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა.

2008 წლის აგვისტოს ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა, მათ შორის, 170 სამხედრო მოსამსახურე იყო. ომში დაიჭრა და დაშავდა 2 232 პირი, მათგან 1 045 სამხედრო მოსამსახურე.

​2008 წლის აგვისტოს ომიდან 12 წელი შესრულდა.

აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად, სახელმწიფო შენობებზე საქართველოს დროშები მთელ ქვეყანაში და საზღვარგარეთ ჩვენი ქვეყნის დიპლომატიურ წარმომადგენლობებში დაუშვეს.