აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნის პატივსაცემად ანკარაში საქართველოს საელჩოში საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია

16:33, 07.08.2018

ანკარაში საქართველოს საელჩოში საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია, – ამის შესახებ ინფორმაციას თურქეთში საქართველოს საელჩო ავრცელებს.

„დღეს, 2018 წლის 7 აგვისტოს, ანკარაში საქართველოს საელჩოში საქართველოს სახელმწიფო დროშა დაშვებულია, რუსეთ-საქართველოს ომის 10 წლისთავისა და აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციის მიზნით რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოში განხორციელებული ფართომასშტაბიანი სამხედრო ინტერვენციის შედეგად დაღუპულთა ხსოვნისადმი პატივის მიგების ნიშნად“, – აღნიშნულია ანკარაში საქართველოს საელჩოში.

მსგავსი