აგვისტოს ომში დაღუპული გმირები დღეს ქუთაისშიც გაიხსენეს
აგვისტოს ომში დაღუპული გმირები დღეს ქუთაისშიც გაიხსენეს

აგვისტოს ომში დაღუპული გმირები დღეს ქუთაისშიც გაიხსენეს.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ, მისმა მოადგილეებმა, ქუთაისის ვიცე-მერმა, დავით ერემეიშვილმა, მერის მოადგილემ ნინო თვალთვაძემ, კადეტთა სამხედრო ლიცეუმის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა აგვისტოს ომში გარდაცვლილი გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

მემორიალთან გარდაცვლილი ჯარისკაცების ახლობლებიც იმყოფებოდნენ. ქუთაისის მერიისგან ცხრავე ოჯახს, რომლებმაც ომში ოჯახის წევრები დაკარგეს, 1000-1000 ლარი ჩაერიცხათ.

სასულიერო პირებმა მემორიალთან გარდაცვლილთა მოსახსენიებლად პანაშვიდი გადაიხადეს.