აგვისტოს ომში დაღუპულებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე პატივი მიაგეს [ფოტო]

15:55, 08.08.2026

მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნას დღეს პატივი მიაგეს.

ძმათა სასაფლაოზე იმყოფებოდნენ დაღუპულთა ოჯახის წერები, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები. მათ გმირთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპული სამხედროების ოჯახების წევრებს მიუსამძიმრეს.

2008 წლის 7 აგვისტოს სეპარატისტებმა ქართული სოფლების ინტენსიური დაბომბვა დაიწყეს, რასაც საპასუხო ცეცხლის გახსნა, 8 აგვისტოს კი რუსეთის საოკუპაციო ჯარის შემოსვლა მოჰყვა. საქართველოს წინააღმდეგ რუსეთის ომის შედეგად დაიღუპა 411 ადამიანი, დევნილად იქცა 130 000-მდე მოქალაქე, განადგურდა სოფლები, დაიბომბა ქალაქი გორი და სტრატეგიული ობიექტები. რუსეთის მიერ კვლავ ოკუპირებულია საქართველოს ტერიტორიების 20 პროცენტი.

მსგავსი