აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოები 8 აგვისტოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამოიფინება [ფოტო]
აგვისტოს ომის ამსახველი ფოტოები 8 აგვისტოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამოიფინება [ფოტო]

2008 წლის აგვისტოს ომიდან 10 წლის თავზე, ომის ამსახველი ფოტოები, რომლებიც ქართველმა ფოტორეპორტიორებმა, რუსეთის ინტერვენციის დროს, ცხელ წერტილში გადაიღეს, 8 აგვისტოს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში გამოიფინება.

ექსპოზიციაზე ოთხი ფოტოგრაფის: გიორგი აბდალაძის, ნოდარ ცხვირაშვილის, ზურაბ ქურციკიძისა და ვანო შლამოვის 80-მდე ფოტო იქნება წარმოდგენილი.

ფოტორეპორტიორების მიერ გადაღებულ ფოტოებზე საბრძოლო მოქმედებები, დაბომბილი გორი, მიმდებარე სოფლები და მიწასთან გასწორებული საცხოვრებელი სახლებია აღბეჭდილი.

წლების წინ, ეს ფოტოები არაერთი ცნობილი უცხოური მედიაგამოცემის პირველ გვერდზე დაიბეჭდა.