აგუერო და გვარდიოლა თებერვალში პრემიერლიგის საუკეთესოები არიან
მანჩესტერ სიტის ფორვარდი სერხიო აგუერო თებერვალში ინგლისის პრემიერლიგის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს, – დაწერა ტვიტერზე ინგლისური ლიგის პრესსამსახურმა.
გასულ თვეში, არგენტინელმა ფორვარდმა მონაწილეობა მიიღო ჩემპიონატის ოთხ მატჩში და შვიდი გოლი გაიტანა. აგუერომ ჰეთ-თრიკი გაიფორმა არსენალთან (3:1) და ჩელსისთან (6:0) მატჩებში, აგრეთვე ერთი გოლი გაუტანა ვესტ ჰემს (1:0).
გამოკითხვაში აგუეროს კონკურენტები იყვნენ ეშლი ბარნსი (ბარნლი), შონა ლონგსტაფი (ნიუკასლი), სადიო მანე, ვირჯილ ვან დეიკი (ორივე – ლივერპული), პოლ პოგბა, ლუკ შოუ (ორივე – მანჩესტერ იუნაიტედი) და უილფრიდ ზაჰა (კრ. პალასი).
გარდა ამისა, გაირკვა თებერვალში პრემიერლიგის საუკეთესო მწვრთნელი. ასეთად აღიარეს მანჩესტერ სიტის დამრიგებელი პეპ გვარდიოლა. მისმა გუნდმა ოთხიდან ოთხი მატჩი მოიგო, გაუსწრო ლივერპულს და ცხრილში პირველ ადგილზე გადავიდა.
გარდა ამისა, თებერვალში მანჩესტერ სიტიმ მოიგო ინგლისის ლიგის თასი, როცა ფინალში პენალტების სერიაში დაამარცხა ჩელსი. ეს იყო გვარდიოლასთვის მეოთხე ტიტული სიტის მთავარი მწვრთნელის რანგში და 25-ე – კარიერაში.