„აგროჰაბისა“ და „გუდვილის“ გარდა, მოქალაქეებს მოხუცების დასახმარებლად პროდუქტების შეძენა „კარფურშიც“ შეეძლებათ
„აგროჰაბისა“ და „გუდვილის“ გარდა, მოქალაქეებს მოხუცების დასახმარებლად პროდუქტების შეძენა „კარფურშიც“ შეეძლებათ

გულისამაყუჩებელია და მეამაყება, რომ ქართველებმა ერთმანეთის გვერდში დგომა და იმ გაჭირვების გაზიარება ასე ვიცით, რაც ხდება არა მხოლოდ საქართველოში, არამედ მთელს მსოფლიოში, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა, რომელმაც მოქალაქეების მხრიდან სხვა მოქალაქეებისთვის პროდუქტების შეძენის პროექტზე ისაუბრა.

კალაძემ აღნიშნა, რომ მსგავსი შენაძენის გაკეთება „გუდვილისა“ და „აგროჰაბის“ მსგავსად „კარფურშიც“ იქნება შესაძლებელი.

„ძალიან საინტერესო პროექტის განხორციელება დავიწყეთ, რაზეც ბოლო დღეების განმავლობაში ძალიან ბევრს ვსაუბრობთ, რადგან ზოგადად, რიგით მოქალაქეებს სურვილი აქვთ, ამ პროექტში ჩაერთონ და შეძლებისდაგვარად იმ ადამიანებსა და ოჯახებს დაეხმარონ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირს. მინდა, თითოეულ იმ ადამიანს განსაკუთრებული მადლობა გადავუხადო, ვინც ჩვენთან ერთად ყველაფერს აკეთებს, რომ პროდუქტები შევარგოვოთ და იმ ოჯახებსა და იმ ადამიანებს მივაწოდოთ, ვისაც ყველაზე მეტად ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა სჭირდებათ. გუშინ, გუშინწინ, „გუდვილში“, „აგროჰაბში“ ვიყავით, დღეს უკვე იგივე ღონისძიება „კარფურშიც“ ტარდება. სურვილისამებრ, ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, როცა საკუთარი ოჯახისთვის პროდუქტებს იძენენ, გარკვეული პროდუქტები იმ ოჯახებისთვის შეიძინონ, ვისზეც ჩვენ ვსაუბრობთ. ეს არიან მოხუცები, გაჭვირვებული ადამიანები, ვისაც ვეხმარებით და მათთვის გამგეობის თანამშრომლებისა და მოხალისეების ჩართულობით სახლში მიგვაქვს. „კარფურს“ მხარდაჭერისა და თანადგომისთვის მადლობას ვუხდი. ყველამ ერთად, ერთმანეთის გვერდში დგომით და ერთმანეთის მხარდამხარ ხელი უნდა შევუწყოთ ერთმანეთს. „კარფურმა“ 150 ოჯახისთვის გაამზადა სპეციალური პაკეტები, სადაც მოთავსებულია პროდუქტები. ვისაც რა შესაძლებლობა და საშუალება აქვთ, შეუძლიათ, ის შეიძინონ და შემოწირულობა გააკეთონ. დიდი მადლობა ყველას, ვინც ამ ღონისძიებაში არის ჩართული. მადლობა იმ ბიზნესს, ვინც გვერდში უდგას ოჯახებს და მოხუცებს, რომლებიც იცით, რომ რისკის ჯგუფში არიან. დარჩით სახლში, ვიცით, რთულია, მაგრამ უნდა გავიჭირვოთ და რეკომენდაციები გავითვალისწინოთ“, – განაცხადა კახა კალაძემ.