აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გელა სამხარაული აირჩიეს
აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გელა სამხარაული აირჩიეს

აგრარულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ გელა სამხარაული აირჩიეს. მის კანდიდატურას დღეს აგრარულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე უყარეს კენჭი.

გელა სამხარაულის კანდიდატურა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა წარადგინა.

„გელა სამხარაული წინა ორი მოწვევის პარლამენტებში იყო აგრარულ საკითხთა კომიტეტში, ამავდროულად ხელმძღვანელობდა მერვე მოწვევის პარლამენტში თავად კომიტეტს. მეცხრე მოწვევის პარლამენტში იყო კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე და ვფიქრობ, რომ იმ საჭიროებიდან გამომდინარე, რომელიც დადგა პირველი მოადგილის ვაკანსიასთან დაკავშირებით, ჩემი შემოთავაზება ბატონ გელასთან მიმართებით არის სრულიად დასაბუთებული და სწორად შერჩეული“, – აღნიშნა ნინო წილოსანმა.