აღმოსავლეთ უკრაინაში ღამის განმავლობაში ერთი სამხედრო დაიღუპა
აღმოსავლეთ უკრაინაში ღამის განმავლობაში ერთი სამხედრო დაიღუპა

აღმოსავლეთ უკრაინაში ღამის განმავლობაში ერთი სამხედრო დაიღუპა. შესაბამის ინფორმაციას უკრაინული მედია გაერთიანებული ძალების ოპერაციის შტაბზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტაბის ცნობით, 6 აპრილს რუსეთის ფედერაციის შეიარაღებულმა ფორმირებებმა სხვადასხვა ტიპის იარაღის გამოყენებით ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ათჯერ დაარღვიეს.

ოპერატიული შტაბის ინფორმაციით, დღეს დილის 07:00 საათის მონაცემებით, სროლის ხმა აღარ ისმის. უკრაინელი სამხედროები რაიონში სიტუაციას აკონტროლებენ და ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმს იცავენ.

აღმოსავლეთ უკრაინაში ვითარება დაახლოებით ორი კვირის წინ გამწვავდა. უკრაინის ხელისუფლება კონფლიქტის ესკალაციაზე, პრორუსი მებრძოლების მხრიდან ცეცხლის შეწყვეტის გახშირებულ დარღვევებსა და საზღვარზე რუსეთის ძალების მობილიზებაზე საუბრობს.