აღმოსავლეთ საქართველოში 19 აგვისტოს წვიმა და ელჭექია მოსალოდნელი

14:33, 18.08.2018

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით აღმოსავლეთ საქართველოში 19 აგვისტოს მოსალოდნელია წვიმა, ზოგან ელჭექი, შესაძლებელია სეტყვაც.

ჰაერის ტემპერატურა +23, +28 გრადუსი იქნება.

შავი ზღვის სანაპირო რაიონებში 18 აგვიტოს დღის საათებში, ხოლო 19-20 აგვისტოს ღამისა და საღამოს საათებში იწვიმებს. ჰაერის ტემპერატურა +26, +28 გრადუსი იქნება.

19–20 აგვისტოს დასავლეთ საქართველოში შედარებით გამოიდარებს, ჰაერის ტემპერატურა +28, +33 გრადუსამდე მოიმატებს.

მსგავსი