აღმოსავლეთ საფრანგეთში, სახლში, რომელშიც შშმ პირები იმყოფებოდნენ, ხანძრის შემდეგ 11 ადამიანი დაკარგულად ითვლება
აღმოსავლეთ საფრანგეთში, სახლში, რომელშიც შშმ პირები იმყოფებოდნენ, ხანძრის შემდეგ 11 ადამიანი დაკარგულად ითვლება

აღმოსავლეთ საფრანგეთში, დასასვენებელ სახლში, რომელშიც შშმ პირები იმყოფებოდნენ, ხანძრის შემდეგ 11 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ადგილზე 100-მდე მეხანძრეა მობილიზებული.

მედიის ინფორმაციით, 17 პირი, რომელიც აღნიშნულ სახლში იმყოფებოდა, ევაკუირებულია, აქედან, სულ მცირე, ერთი პირი ადგილობრივ საავადმყოფოში უკვე გადაიყვანეს. ინფორმაციას ადასტურებს საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრი ჟერალდ დარმანენი, რომელმაც აღნიშნა, რომ, სავარაუდოდ, შემთხვევას რამდენიმე მსხვერპლი ჰყავს.

ადგილობრივი ხელისუფლების მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ ხანძარი ლოკალიზებულია.