აღმოსავლეთ ლადაქში ინდოეთი და ჩინეთი სამხედრო დანაყოფების რაოდენობას ზრდიან
აღმოსავლეთ ლადაქში ინდოეთი და ჩინეთი სამხედრო დანაყოფების რაოდენობას ზრდიან

აღმოსავლეთ ლადაქში ინდოეთი და ჩინეთი სამხედრო დანაყოფების რაოდენობას ზრდიან. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა „ჰინდუსტან თაიმსი“ ავრცელებს.

გამოცემა წერს, რომ ფაქტობრივი კონტროლის ხაზზე სამხედრო დაძაბულობა იზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, ლადაქის რეგიონში და მის მიმდებარე რაიონებში ჩინეთმა 50 000 ჯარისკაცის, ტანკების, არტილერიის, 150 ერთეული ავიაგამანდაგურებლისა და საჰაერო თავდაცვის სისტემების კონცენტრაცია მოახდინა.

„ჰინდუსტან თაიმსის“ ინფორმაციით, ჩინეთის ჯარების კონცენტრაციას ინდოეთის შეიარაღებული ძალები ანალოგიური ნაბიჯებით პასუხობს. განსაკუთრებით დაძაბული და არასტაბილური ვითარებაა პანგონგ-ცოს ტბის რაიონში, სადაც 7 000-მდე ჩინელი ჯარისკაცი და 20-მდე ტანკია მობილიზებული. აღნიშნულ ზონაში ინდოეთის და ჩინეთის ჯარისკაცები ერთმანეთისგან მხოლოდ 200 მეტრით არიან დაშორებული.

ინდოეთ-ჩინეთის სასაზღვრო ზონაში ვითარება მას შემდეგ დაიძაბა, რაც მიმდინარე წლის მაისსა და ივნისში ორი ქვეყნის სამხედროებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა. სამხედრო და დიპლომატიური მოლაპარაკებების არაერთი რაუნდის მიუხედავად, მხარეები პოზიციების შეთანხმებას ვერ ახერხებენ.