ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესებისთვის მსოფლიო ბანკმა დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო
ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესებისთვის მსოფლიო ბანკმა დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო

აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესებისთვის მსოფლიო ბანკმა დამატებითი ფინანსური რესურსი გამოყო.

ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, 2017 წლის 4 დეკემბერს, საქართველოსა და რეკონსტრუქციისა და განვითარების საერთაშორისო ბანკს (IBRD) შორის „აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის გაუმჯობესების პროექტის დამატებითი დაფინანსების“ შესახებ შეთანხმება გაფორმდა.

დოკუმენტს ფინანსთა მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ და მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა სამხრეთ კავკასიაში მერსი ტემბონმა მოაწერეს ხელი.

პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 16.9 მილიონი ევროს ოდენობის ფინანსური რესურსით, ევროპის საინვესტიციო ბანკთან ერთად, გათვალისწინებულია აღმოსავლეთ-დასავლეთის ჩქაროსნული ავტომაგისტრალის დერეფნის ჩუმათელეთიდან ხევამდე, დაახლოებით, 11-კილომეტრიან მონაკვეთზე არსებული ორზოლიანი გზის გაუმჯობესება ოთხზოლიან მაგისტრალად.

სამშენებლო სამუშაოების დასრულება 2020 წლისთვის იგეგმება.

დატოვე კომენტარი