აღმაშენებლის ხეივანში „მერსედესის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა [ფოტო]
აღმაშენებლის ხეივანში „მერსედესის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა [ფოტო]

თბილისში, აღმაშენებლის ხეივანში „მერსედესის“ მარკის ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.

როგორც ადგილიდან პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, მანქანა სრულად დაიწვა.

სახანძრო-სამაშველო სამსახურმა ცეცხლი ჩააქრო. როგორც საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში აცხადებენ, დაშავებულები არ არიან.

თვითმხილველები ყვებიან, რომ მანქანას ცეცხლი იმ დროს გაუჩნდა, როდესაც მძღოლი ავტომობილით გადაადგილდებოდა.მან მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო.

ცეცხლის გაჩენის მიზეზი უცნობია.