აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე 2 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
აღმაშენებლის ხეივანში, „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე 2 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

თბილისის მერიის ინფორმაციით, აღმაშენებლის ხეივანში, ჰიპერმარკეტ „გუდვილის“ მიმდებარე ხიდზე დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაცია იწყება.

მათივე ცნობით, დაგეგმილი სამუშაოების გამო მიმდინარე წლის 2 ივნისიდან ორი კვირის განმავლობაში აღნიშნულ მონაკვეთზე, გზის სავალ ნაწილზე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

სარეაბილიტაციო სამუშაოებს თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახური განახორციელებს.

„აღნიშნულ ხიდზე დაზიანებები მონიტორინგის შედეგად გამოვლინდა. შედეგად, საჭირო გახდა სავალი ნაწილის საფუძვლის ლოკალური სამუშაოების ჩატარება და ასფალტის საფარის აღდგენა“, – აცხადებენ თბილისის მერიაში.