აღმაშენებლის ხეივანში BMW ამობრუნდა
აღმაშენებლის ხეივანში BMW ამობრუნდა

თბილისში, აღმაშენებლის ხეივნის მე-9 კილომეტრზე, „რომპეტროლის“ ბენზინგასამართ სადგურთან მსუბუქი ავტომანქანა BMW ამობრუნდა.

ადგილზე სამაშველო სამსახურის წარმომადგენლების მისვლამდე, მძღოლი უგონო მდგომარეობაში სასწრაფომ გადაიყვანა.

ადგილზე ავტომობილების გადაადგილება შეფერხებული იყო.