აღმაშენებლის ხეივანში ავარიისას სამი ავტომანქანა დაზიანდა 
აღმაშენებლის ხეივანში ავარიისას სამი ავტომანქანა დაზიანდა 

აღმაშენებლის ხეივანში ავარიის შედეგად სამი ავტომობილი დაზიანდა. ამის შესახებ პირველი არხის კორესპონდენტი ადგილიდან იუწყება.

თვითმხილველების ინფორმაციით, დიდი სისწრაფით მოძრავი ჯიპი ორ გაჩერებულ ავტომობილს შეეჯახა.

დარტყმის შედეგად, ერთ-ერთი გაჩერებული ავტომობილი, რომელშიც ორი ადამიანი იმყოფებოდა, ელექტროგანათების ბოძს შეეჯახა.

არსებული ინფორმაციით, ჯიპის მძღოლი არ დაშავებულა, ხოლო გაჩერებულ ავტომობილში მსხდომთაგან ერთ-ერთი მსუბუქად დაშავდა.