აღმაშენებლის ხეივანში 4-დან 8 ნოემბრამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება
აღმაშენებლის ხეივანში 4-დან 8 ნოემბრამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება

აღმაშენებლის ხეივანში 8 ნოემბრამდე მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება, – ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.

„თბილისის მერია სოფელ დიღმისთვის წყალარინების ქსელის მოწყობას განაგრძობს. ამჟამად, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოები აკაკი ბელიაშვილის ქუჩიდან გიორგი ბრწყინვალეს ქუჩამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში მიმდინარეობს.

აღნიშნულ სამუშაოებთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 4-დან 8 ნოემბრის ჩათვლით, აღმაშენებლის ხეივნის მიმართულებით, ახმეტელის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე, საავტომობილო მოძრაობა ნაწილობრივ შეიზღუდება.

დედაქალაქის მერია ბოდიშს გიხდით შექმნილი დისკომფორტისთვის“, – ნათქვამია თბილისის მერიის ინფორმაციაში.