აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით რამდენიმე დეტალი გახდა ცნობილი

13:45, 08.03.2018

თბილისში, აღმაშენებლის გამზირზე მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით დეტალები დაზუსტდა.

როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, შემთხვევა აღმაშენებლის 61 ნომერში, ბიზნესცენტრ „მოზაიკაში“ მოხდა

ცენტრის მე-5 სართულზე საბავშვო თეატრი მდებარეობს და 7 წლის ბავშვი კიბიდან გადავარდა.

ბავშვი ინგოროყვას საუნივერსიტეტო კლინიკაშია გადაყვანილი. მისი მდგომარეობის შესახებ ექიმები კომენტარს ჯერ არ აკეთებენ.

 

მსგავსი