აღმაშენებლის გამზირზე კატალპის ხეებს მინდვრის ნეკერჩხლით ანაცვლებენ
აღმაშენებლის გამზირზე კატალპის ხეებს მინდვრის ნეკერჩხლით ანაცვლებენ

თბილისის მერიის ინფორმაციით, დედაქალაქში გამწვანების მასშტაბური სამუშაოები მინდინარეობს.

გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური კატალპის ხეებს ნეკერჩხლებით ანაცვლებს, წლის ბოლომდე ტერიტორიაზე 180 ძირი 6-მეტრიანი ხე დაირგვება.

სამუშაოებს დედაქალაქის მერის მოადგილე მაია ბითაძე გაეცნო, რომლის განცხადებითაც, ხეების ჩანაცვლება მოსახლეობის მოთხოვნისა და გარემოს დაცვის სპეციალისტების დასკვნის გამო მოხდა, რადგან 2011 წელს კატალპები აღნიშნულ ტერიტორიაზე არასწორად დაირგო და ბევრი მათგანი დაზიანდა.

დაზიანებულ ხეებს სანერგე მეურნეობაში გადაიტანენ, რათა სამომავლოდ, სხვა ტერიტორიებზე მაინც დაირგოს.

წლის ბოლომდე თბილისში 12 000 მერქნიანი მცენარე დაირგვება.