აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის და „თბილისის ღია თასის“ პირველი ეტაპი 9 აგვისტოს გაიმართება
აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის და „თბილისის ღია თასის“ პირველი ეტაპი 9 აგვისტოს გაიმართება

9 აგვისტოს უნივერსიტეტის ქუჩაზე, ნაფეტვრების გზაზე, აღმართის დაძლევაში საქართველოს ჩემპიონატის და „თბილისის ღია თასი 2020“-ის პირველი ეტაპები გაიმართება.

2020 სეზონი თბილისის მერიის, შინაგან საქმეთა სამინისტროს სპორტული კლუბი „მია ფორსის“ (Mia Force) და საქართველოს საავტომობილო სპორტის ფედერაციის თანაორგანიზებით ტარდება. რბოლებში მონაწილეობას 20-ზე მეტი პროფესიონალი ავტომრბოლელი მიიღებს.

მზადება იწყება დილის 11:00 საათიდან, ხოლო უშუალოდ სარბოლო გარბენი 14:30-დან 16:00 საათამდე მონაკვეთში შედგება. ჩემპიონატის დაჯილდოება გაიმართება 17:00 საათზე ოლიმპიური სასახლის ავტოსადგომზე.

დატოვე კომენტარი