აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, თბილისი-ბათუმისა და თბილისი-ფოთის მიმართულებით დამატებითი მატარებლები ინიშნება. ინფორმაციას საქართველოს რკინიგზა ავრცელებს.

„ძვირფასო მგზავრებო!

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 21, 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი – ფოთი – თბილისის და 22, 23, 24 და 25 აპრილს თბილისი – ბათუმი – თბილისის მიმართულებით საქართველოს რკინიგზა დამატებით რეისებს ნიშნავს:

მატარებლის მოძრაობის განრიგი იხილეთ თანდართულ ცხრილში;

ბილეთების შეძენა შესაძლებელია:

ჩვენი ვებგვერდის საშუალებით – ticket.railway.ge; სწრაფი გადახდის აპარატებით, საქართველოს რკინიგზის სალაროებში, საქართველოს რკინიგზის პარტნიორი კომპანიების მეშვეობით“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.