აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით მესტიის მიმართულებით დამატებითი ავიარეისი დანიშნა

14:55, 15.04.2019

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, 2019 წლის 27 აპრილს ნატახტარი-მესტიისა და მესტია-ნატახტარის მიმართულებით დამატებით ავიარეისი დანიშნა.

უწყების ინფორმაციით, 27 აპრილს შაბათს, ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით დამატებითი ფრენა 10:00 საათზე შესრულდება, ხოლო მესტიიდან პირიქით – 12:00 საათზე.

ნატახტარის აეროპორტიდან მესტიის მიმართულებით და პირიქით, ფრენები კვირაში ოთხჯერ სრულდება.

მსგავსი