აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა
აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მატარებლის დამატებითი რეისები დაინიშნა

„საქართველოს რკინიგზამ“ აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, მატარებლის დამატებითი რეისები დანიშნა.

„საქართველოს რკინიგზა“ თბილისი-ბათუმი-თბილისისა და თბილისი-სენაკი-თბილისის დამატებითი რეისების დანიშვნის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.

„აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, მგზავრების მომატებული რაოდენობის გამო, საქართველოს რკინიგზა მატარებლის დამატებით რეისებს ნიშნავს. 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს (#808/807) 4 ვაგონიანი, ორ სართულიანი შტადლერის ელექტრომატარებელი თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით ახალი განრიგით იმოძრავებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 10:30 საათზე გავა, ბათუმში 15:30 საათზე ჩავა. ბათუმიდან კი გამოვა 17:10 სთ-ზე და თბილისში 22:03 სთ-ზე ჩამოვა.

დამატებითი რეისი ინიშნება თბილისი-სენაკი-თბილისის მიმართულებაზე. კერძოდ, 5, 6, 7, 9 და 10 აპრილს 4 ვაგონიანი ელექტრომატარებელი (#878) თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან 8:50 სთ-ზე გავა, სენაკში ჩავა 13:08 სთ-ზე. სენაკიდან კი (#877) გამოვა 19:45 სთ-ზე და თბილისში ჩამოვა 23:59 სთ-ზე“, – აცხადებენ „საქართველოს რკინიგზაში“.