აღდგომის დღესასწაულს ნინოწმინდაში მცხოვრები დუხობორები აღნიშნავენ
აღდგომის დღესასწაულს ნინოწმინდაში მცხოვრები დუხობორები აღნიშნავენ

აღდგომის დღესასწაულს ნინოწმინდაში მცხოვრები დუხობორები აღნიშნავენ.

როგორც პირველ არხთან, ვასილ სტლასტუხინმა განაცხადა, დღესასწაულზე დუხობორების მუზეუმში სალოცავად ზუსტად 00:00 საათზე შეიკრიბებიან.

მისი განმარტებით, ყველა მლოცველს თავისი როლი და ფსალმუნი აქვს.

ფსალმუნების კითხვის დასრულების შემდეგ, მრევლი ერთმანეთს მადლობას გადაუხდის და საგალობლებისთვის მოემზადებიან.

გალობის დასრულების შემდეგ, დუხობორები ერთმანეთს აღდგომას მიულოცავენ და მომავალ ლოცვამდე დაემშვიდობებიან.

აღდგომის დღესასწაულზე 40-დღიანი მარხვა სრულდება.