აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები შეცვლილი გრაფიკით იმუშავებენ
აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებით, მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები შეცვლილი გრაფიკით იმუშავებენ

აღდგომის დღესასწაულებთან დაკავშირებთ, 26-29 აპრილს საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს დაქვემდებარებაში მყოფი მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები შეცვლილი გრაფიკით იმუშავებენ.

მუზეუმებისა და მუზეუმ-ნაკრძალების სამუშაო გრაფიკი შემდეგნაირია: უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალი – არ იმუშავებს კვირას და ორშაბათს – 28-29 აპრილს;

ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალი არ იმუშავებს პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით – 26, 27, 28 და 29 აპრილს.

ბორჯომის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი არ იმუშავებს პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით – 26, 27, 28 და 29 აპრილს.

ფიროსმანის მუზეუმი არ იმუშავებს პარასკევიდან ორშაბათის ჩათვლით – 26, 27, 28, და 29 აპრილს.

უჯარმის მუზეუმი  არ იმუშავეს კვირას და ორშაბათს – 28 და 29 აპრილს.

გრემის მუზეუმი აღდგომის დღესასწაულის დღეებში მუშაობს.

ვარძიის მუზეუმ-ნაკრძალი აღდგომის დღესასწაულის დღეებში მუშაობს.

აღდგომის დღესასწაულების შემდგ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული საგენტოს მუზეუმები და მუზეუმ-ნაკრძალები დამთვალიერებლებს ჩვეული განრიგით მიიღებენ.

მუზეუმებისა და მუზეუმ ნაკრძალების სამუშაო გრაფიკის შესახებ ინფორმაციას საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.