აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება
აღდგომის დღეებში მუნიციპალური ტრანსპორტი უფასო იქნება

აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მთავრობის გადაწყვეტილებით, 27 აპრილის ღამის 23:00 საათიდან 28 აპრილის 04:00 საათამდე მეტროს მომსახურება უფასო იქნება, – ამის შესახებ ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსმა, მამუკა მუმლაძემ განაცხადა.

როგორც მამუკა მუმლაძემ აღნიშნა, აღდგომის დღესასწაულის გამო, შემუშავდა ავტობუსების რვა დამატებითი მარშრუტი, რომელიც მეტროსადგურებიდან სასაფლაოების მიმართულებით იმოძრავებს.

„ეს მეტროსადგურებია – ვარკეთილი, დიდუბე, სადგურის მოედანი, მარჯანიშვილი, სარაჯიშვილი. ასევე აფრიკის მიმდებარე ტერიტორიიდან დასახლებას მოემსახურება სასაფლაოების მიმართულებით ავტობუსები. სულ რვა მარშრუტია. 28 აპრილს 08:00-დან 20:00 საათამდე იმუშავებს 60 ერთეულამდე ავტობუსი, ხოლო 29 აპრილს – 80 ერთეულამდე. 28-29 აპრილს მგზავრობა იქნება უფასო“, – განაცხადა მუმლაძემ.