აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული სიონის საპატრიარქო ტაძარში [ფოტო]
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს აღნიშნავს.
სააღდგომო ლიტურგია მიმდინარეობს თბილისში, სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც შეკრებილ მრევლს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრის, მეუფე შიოს (მუჯირი) სააღდგომო ეპისტოლე გააცნეს.
აღდგომის დღესასწაული ტაძარში შეკრებილ მრევლს და სრულიად საქართველოს საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, მეუფე შიომ მიულოცა.
სიონის ტაძარში მიიტანეს იერუსალიმიდან ჩარტერული რეისით ჩამოტანილი წმინდა ცეცხლი.
საპატრიარქო ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას ესწრებიან საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი, თბილისის მერი კახა კალაძე, ასევე საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლების წარმომადგენლები.
სააღდგომო ღვთისმსახურება მიმდინარეობს ქვეყნის მასშტაბით ყველა მართლმადიდებლურ ტაძარში.









