„აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ - ვაკის პარკში ახალგაზრდების ინიციატივით აქცია იმართება [ფოტო]
„აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ - ვაკის პარკში ახალგაზრდების ინიციატივით აქცია იმართება [ფოტო]

ვაკის პარკში აქციისთვის „აღდგეს სამართლიანობა პოლიტიკოსების გარეშე“ იკრიბებიან.

აქცია ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნების ლევან დადუნაშვილისა და დავით სარალიძის ოჯახების სოლიდარობის ნიშნად ახალგაზრდების ორგანიზებით იმართება.

ორგანიზატორები აცხადებენ, რომ ისინი ითხოვენ არა მხოლოდ მკვლელების დასჯას, არამედ იმ ადამიანების დასჯას, ვინც მათ ხელს აფარებდა.

მათივე თქმით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციას ისინი არ შეურთდებიან, რადგან ფიქრობენ, რომ პოლიტიკოსები ოჯახის ტრაგედიას საკუთარი ქულების დაწერისთვის იყენებენ. ასევე არ ეთანხმებიან მთავრობის გადადგომის მოთხოვნას და ამბობენ, რომ გამოძიება სწორედ ხელისუფლებამ უნდა მიიყვანოს ბოლომდე.