აგარასთან სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა, არიან დაშავებულები

22:09, 18.05.2018

აგარასთან სამარშრუტო ტაქსი ამობრუნდა.

როგორც პირველ არხს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, ავტოავარიის შედეგად ორი ადამიანი მსუბუქად დაშავდა.

როგორც თვითმხილველები აცხადებენ, ერთმანეთს მიკროავტობუსი და სატვირთო ავტომობილი შეეჯახა.

შსს-ს ცნობით, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება.

მსგავსი