აფროამერიკელი ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალი წაუყენეს
აფროამერიკელი ბიჭის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციელს ბრალი წაუყენეს

პიტსბურგის გარეუბანში 17 წლის აფროამერიკელი მოზარდის მკვლელობისთვის დაკავებულ პოლიციის ოფიცერ მაიკლ როსფელდს ბრალი წაუყენეს. მას განზრახ მკვლელობაში ედება ბრალი. თვითმხილველებმა დაადასტურეს, რომ ბიჭი შეუიარაღებელი იყო და პოლიციისთვის არავითარ საფრთხეს არ წარმოადგენდა.

პიტსბურგში 19 ივნისს 17 წლის ენტუონ როუზის მკვლელობას საპროტესტო აქციები მოჰყვა. დემონსტრანტებმა ქუჩა გადაკეტეს. მოკლული ბიჭის ოჯახის წევრები და ახლობლები მთელი ამ დროის განმავლობაში სამართლიან მართლმსაჯულებას ითხოვდნენ.

ენტუონ როზის მკვლელობის ამსახველი ვიდეო მეზობელმა გადაიღო და სოციალურ ქსელში გაავრცელა. კადრში ჩანს, რომ ბიჭი გარბოდა, როცა პოლიციელმა მას ცეცხლსასროლი იარაღით ზურგის არეში ჭრილობა მიაყენა. იგი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

აფროამერიკელი მოზარდის მკვლელობაში ბრალდებული პოლიციის ოფიცერი ამტკიცებდა, რომ ბიჭი შეიარაღებული იყო, რაც არ დადასტურდა. მაიკლ როსფელდს 10-დან 20 წლამდე პატიმრობა ემუქრება.